К основному контенту
Картинки по запросу მცენარეებზეКартинки по запросу მცენარეებზე
მცენარეები (Plantae ანუ Vegetabilia) — ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.
ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ ბაქტერიებსლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს და სოკოებს, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება პროკარიოტებისქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად ეუკარიოტების ქვესამეფოში.
მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქვესამეფო ან ტიპი): წითელ წყალმცენარეებს (Rhodobionta), ნამდვილ წყალმცენარეებს (Phycobionta) და უმაღლეს მცენარეებს (Embryobionta).
ფოტოსინთეზი და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესები შესაძლებლობას იძლევა მცენარეები შეუცდომლად გავარჩიოთ ნებისმიერ სხვა ორგანიზმისაგან, თუმცა ეს სხვაობა განვითარების დაბალ საფეხურზე (განსაკუთრებით ერთუჯრედიანებში) ნაკლებ თვალსაჩინოა. ერთუჯრედიანებში მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების გამიჯვნის სიძნელე მიუთითებს ცოცხალი სამყაროს წარმოშობის ერთიანობაზე, რომლის დანაწილებაც პალეონტოლოგიური მონაცემების საფუძველზე დაახლოებით 3 მლრდ. წლის წინ დაიწყო.
ერთუჯრედიან მცენარეებს აქვთ როგორც საერთოდ უჯრედისათვის დამახასიათებელი ორგანოიდები, ისე სპეციფიკური სტრუქტურებიც (ქრომატოფორი, თავისებურად აგებული გარსი, კარგად გამოხატული ვაკუოლები და სხვა), რაც მათ ეჭვმიუტანლად განასხვავებს ცხოველური ორგანიზმებისაგან.
მცენარეებისთვის დამახასიათებელ საერთო თავისებურებას წარმოადგენს ფოროსინთეზი. სხვა ნიშან-თვისებები, რაც განსაზღვრავს მათ ზრდას, განვითარებას, ცხოვრების ნირს და სხვა, მცენრეულ სამყაროში არაერთგვაროვანია. მცენარეების მნიშვნელოვანი მორფოლოგიური თავისებურებაა სხეულის ძლიერი დანაწევრება, რაც მათი ზედაპირის დიდ გაზრდას იწვევს. ეს დაკავშირებულია კვების თავისებურებებთან — ატმოსფეროდან აირისა და ნიადაგიდან წყალში გახსნილი მინერალური მარილების შთანთქმასთან. უმაღლეს მცენარეებში (ხავსებიგვიმრანაირებიშიშველთესლოვნებიფარულთესლოვნები) სხეულის დანაწევრებისა და დიფერენცირების შედეგია სპეციალიზებული სტრუქტურებისა და ორგანოების (ფესვიღეროფოთოლი და სხვა) გამომუშავება. უმაღლესი მცენარეების განვითარების თავისებურებას შეადგენს უსქესო და სქესიანი თაობების მონაცვლეობა.
მცენარეების ბიოლოგიური მნიშვნელობა ჩვენი პლანეტის ცოცხალი სამყაროსთვის განსაკუთრებულია. ცხოველების (ადამიანის ჩათვლით) არსებობა შეუძლებელი იქნებოდა მცენარეების გარეშე, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ მზის ენერგიის ხარჯზე არაორგანულიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზი. ამასთანავე, მცენარეები ფოტოსინთეზის დროს ატმოსფეროდან ითვისებენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს, რის შემწეობითაც ატმოსფერო გამუდმებით ინარჩუნებს სუნთქვისათვის ხელსაყრელ პირობებს.
მცენარეების მრავალფეროვანი სამყაროდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თესლოვან, ძირითადად კი — ყვავილოვან მცენარეებს. მათ განეკუთვნება თითქმის ყველა კულტურული მცენარეები, მათ შორის უპირატესად მარცვლეული (ხორბალიბრინჯისიმინდიჭვავიქერისორგოღომიშვრია). ბამბასელიკანაფიჯუთირამი და სხვა ბოჭკოვანი მცენარეები ადამიანს უზრუნველყოფს ტანსაცმლითა და ტექნიკური ქსოვილებით. ტყე იძლევა ძვირფას საშენ მასალას, მცენრეული წარმოშობის ტორფი და ქვანახშირი — საწვავს. დღემდე არ დაუკარგავს ეკონომიკური მნიშვნელობა მცენარეულ ბუნებრივ კაუჩუკს. ფისი, ეთერზეთები, საღებავები და სხვა მცენარეული პროდუქტები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის საქმიანობაში. ფასდაუდებელია მცენარეული ვიტამინები და სამკურნალო პრეპარატები. მცენარეული საფარი არა მარტო გვაწვდის ორგანულ ნაერთებს და ჟანგბადს, არამედ ქმნის ცხოველური ორგანიზმების არსებობისათვის აუცილებელ პირობებს დედამიწაზე.

Картинки по запросу მცენარეებზე ინფორმაცია

Комментарии